28 დეკემბერს  Iბ კლასში ჩატარდა ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება: ,, ბედნიერი ახალი წელი"
   ღონისძიების მიზანი იყო: საახალწლო განწყობის შექმნა, მეგობრული და თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბება ბავშვებში, მეტყველების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მხატვრულად კითხვის ჩვევის ფორმირება.
   ღონისძიებამ დასახულ მიზანს მიაღწია. იგი წყნარ, მშვიდ და საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ბავშვებმა წარმოთქვეს ქართველი მწერლების ლექსები, მიძღვნილი ახალი წლისადმი. შეასრულეს რამდენიმე სიმღერა, წარმოადგინეს ზღაპრების: ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა" და ,,კეთილი ფერიები" ინსცენირება.
   ღონისძიებაზე მობრძანდა თოვლის პაპა, რომელმაც მეტი ხალისი და სიხარული მოუტანა ბავშვებს.